უკრაინაში ორი მაღალი რანგის რუსი სამხედრო მოკლეს - მედია
გამთენიისას უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში ჩაირთო. სარაკეტო დარტყმების საფრთხე გამოცხადდა კიევში, ზაპოროჟიეში, დნეპრო პეტროვსკისა და დონეცკის ოლქებში.
უკრაინის შეიარაღებული ძლების გენერალური შტაბის ცნობით, დონეცკის ოლქში უკრაინელმა მებრძოლებმა 4 სარაკეტო, 80-მდე საავიაციო და 100-მდე საარტილერიო თავდასხმა მოიგერიეს.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ორი მაღალი რანგის სამხედროს დაღუპვა დაადასტურა.
არმიის კორპუსის მეთაურის მოადგილე, პოლკოვნიკი ბროვკო ბახმუტის მიმართულებაზე, ხოლო სამხედრო მეთაური მაკაროვი, სოფელ კრასნოესთან მოკვდა.