530 რუსი ჯარისკაცი მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაშია ლიკვიდირებული - უკრაინის გენშტაბი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 1 ივლისამდე პერიოდში ლიკვიდირებულია 228 870 რუსი სამხედრო, მათ შორის 530 ჯარისკაცი მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში.
გენშტაბის ინფორმაციით, ასევე გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის სარაკეტო ძალების და არტილერიის ქვედანაყოფებმა რუსული ჯარის ცოცხალი ძალის, შეიარაღების და სამხედრო ტექნიკის კონცენტრირების ექვსი რაიონი, საბრძოლო მასალის 3 საწყობი და 24 საარტილერიო საშუალება გაანადგურეს.
„სულ დღის მდგომარეობით, განადგურებული 4042 ტანკი (+1), საბრძოლო ჯავშანმანქანა – 7868 (+5), საარტილერიო სისტემა – 4162 (+35), ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა – 632 (+2), ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალება – 389 (+0), თვითმფრინავი – 315 ( +0), ვერტმფრენი – 308 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 3545 (+26), ფრთოსანი რაკეტა – 1261 (+0), ხომალდი / კატარღა – 18 (+0), საავტომობილო ტექნიკა და ავტოცისტერნა – 6794 ( +9), სპეციალური ტექნიკა – 580 (+11)“, - ნათქვამია უკრაინის გენშტაბის განცხადებაში.