აშშ-ს 2024 წლის ბიუჯეტი უკრაინისთვის $300 მლნ-ის დახმარებას ითვალისწინებს
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მომავალი წლის თავდაცვის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა და განსახილველად სენატს გადაუგზავნა. პროექტი უკრაინისთვის 300 მილიონ აშშ დოლარის დახმარებას ითვალისწინებს.
ამერიკის ხმის ინფორმაციით, ხუთი შესწორება, რომელიც უკრაინისთვის დახმარების შემცირებას ან შეწყვეტას მოითხოვდა, ჩავარდა.
გარდა ამისა, სავარაუდოა, რომ 2024 წლის ბოლომდე გაგრძელდება 2022 წელს მიღებული უკრაინის სესხის იჯარის შესახებ კანონი.
თავდაცვის ბიუჯეტის პროექტი ასევე ითვალისწინებს, უკრაინის ზოგადი მხარდაჭერის გაგრძელებას მინიმუმ 2027 წლამდე.