რა ხდება უკრაინაში ომის 510-ე დღეს
რუსეთის აგრესია უკრაინაში გრძელდება. საოკუპაციო ძალებმა გამთენიისას მიკოლაევი დაბომბეს. რეგიონული მმართველობის ინფორმაციით, სარაკეტო იერიშის შედეგად, რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა. ცნობები მსხვერპლის შესახებ არ ვრცელდება.
40-მდე იერიში მიიტანეს რუსმა ოკუპანტებმა სუმის ოლქზეც. იქ 252 აფეთქება მოხდა, დაიღუპა 2, დაშავდა 10 ადამიანი. დრონებით თავდასხმის შესახებ ცნობას ავრცელებს ოდესის საოლქო ადმინისტრაციაც. მათივე განცხადებით, შავ ზღვაში ოკუპანტების რაკეტმზიდების გააქტიურება შეინიშნება.
ბალისტიკური რაკეტებით დაბომბვის საშიშროების გამო, უკრაინის რამდენიმე ოლქში განგაში იყო გამოცხადებული.