უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე განმარტებით, საჰაერო განგაში მიზეზი რუსეთში ავიაგამანდგურებლების აფრენა გახდა.
„მთელ უკრაინაში სარაკეტო საფრთხეა, დაფიქსირებულია მიგ-31კ-ს აფრენა „მოზდოკის“ აეროდრომიდან“, - ნათქვამია განცხადებაში.