"ამერიკელებთან კონტაქტები უშედეგოდ დასრულდა" - რუსული მედია
Reuters ავრცელებს ინფორმაციას, ამერიკამ უარყო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეთავაზება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ომის გაყინვის მიზნით. გამოცემას ამის შესახებ სამმა რუსულმა წყარომ განუცხადა, რომლებიც დისკუსების შესახებ ინფორმირებულები არიან.
გამოცემა წერს, რომ ამერიკულმა წყარომ უარყო რაიმე ოფიციალური კონტაქტი და თქვა, რომ ვაშინგტონი არ ჩაერთვება ისეთ მოლაპარაკებებში, რომელშიც უკრაინა არ იქნება ჩართული.
რუსული წყაროები ამბობენ, რომ პუტინმა სიგნალები გაუგზავნა ვაშინგტონს 2023 წელს საჯარო და კერძო შუამავლების მეშვეობით, მათ შორის მოსკოვის არაბი პარტნიორების მეშვეობით ახლო აღმოსავლეთში და სხვების, რომ მზად იყო განიხილოს ცეცხლის შეწყვეტა უკრაინაში.
პუტინის შეთავაზება იყო კონფლიქტის გაყინვა ამჟამინდელ ხაზებზე და მას არ სურდა რუსეთის მიერ კონტროლირებადი უკრაინის რომელიმე ტერიტორიის დათმობა. სიგნალის შეთავაზება იყო ის, რაც ზოგიერთმა კრემლში დაინახა, როგორც საუკეთესო გზა რაიმე სახის მშვიდობისაკენ.
"ამერიკელებთან კონტაქტები უშედეგოდ დასრულდა" - ამბობს 2023 წლის ბოლოს და 2024 წლის დასაწყისში დისკუსიების შესახებ ინფორმირებულმა რუსულმა წყარომ განუცხადა Reuters-ს ანონიმურობის პირობით.
მეორე რუსულმა წყარომ, რომელმაც იცის კონტაქტების შესახებ, განუცხადა Reuters-ს, რომ ამერიკელებმა შუამავლების მეშვეობით უთხრეს მოსკოვს, რომ ისინი არ განიხილავდნენ შესაძლო ცეცხლის შეწყვეტას უკრაინის მონაწილეობის გარეშე და ამიტომ კონტაქტები წარუმატებლად დასრულდა.