ისრაელმა ირანზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ისრაელმა ირანზე სარაკეტო იერიში მიიტანა. დილიდან აფეთქებების ხმა ისმის და გააქტიურებულია ირანის საჰაერო თავდაცვის სისტემა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, აფეთქებები იყო ქალაქ ისფახანის აეროპორტთან, ასევე ირანის სამხედრო საჰაერო ძალების ბაზის სიახლოვეს. ამ დროისთვის, შეჩერებულია ფრენები თეირანის, ისფახანისა და შირაზის თავზე.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ღაზაში მდებარე ალ-მაღაზის ლტოლვილთა ბანაკზე თავდასხმა დაადასტურეს. ღაზის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულია 14 ადამიანი, მათ შორის, რვა მცირეწლოვანი. დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურაც.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვეტო დაადო რეზოლუციის პროექტს, რომელიც რეკომენდაციას აძლევდა გაერო-ს გენერალურ ასამბლეას, "პალესტინის სახელმწიფო გაერო-ს წევრად მიეღო". კენჭისყრის პროცესში მონაწილეობისგან თავი შეიკავებს ბრიტანეთმა და შვეიცარიამ, ხოლო საბჭოს დანარჩენმა 12 წევრმა, რეზოლუციას მხარი დაუჭირა.