აზერბაიჯანმა კონტროლი დააწესა სომხეთის საზღვართან
აზერბაიჯანის მესაზღვრეებმა 24 მაისს კონტროლი დააწესეს სომხეთის ტერიტორიის მახლობლად მდებარე ოთხ სოფელზე. ეს მოხდა ორ ქვეყანას შორის დელიმიტაციისა და დემარკაციის შესახებ მიღწეული შეთანხმების ფარგლებში.
აზერბაიჯანს დაუბრუნდა ყაზახის რაიონის სოფლები ბაგანის აირიმი, აშაგი ასკიპარა, ჰეირიმლი და გიზიზგაჯილი. ბაქომ და ერევანმა ამას ნორმალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდეს.
ხელშეკრულებებს აზერბაიჯანისთვის ოთხი დასახლებული პუნქტის დაბრუნების თაობაზე, რომლებიც 1990-იანი წლების დამდეგიდან იყო სომხეთის კონტროლქვეშ, აპრილში მიაღწიეს. ორივე ქვეყნის ხელისუფლებები ამ ხელშეკრულებებს მიიჩნევენ საკვანძო მნიშვნელობის მოვლენებად სამშვიდობო შეთანხმების გზაზე.