სომხეთი პირველი რესპუბლიკის დღეს აღნიშნავს
სომეხი ხალხი 28 მაისს, პირველი რესპუბლიკის დღეს აღნიშნავს. 1918 წლის ამ დღეს, ყარაკილისში, ბაშ-აბარანსა და სარდარაპატში, სომხურმა რეგულარულმა ძალებმა და მოხალისეებმა შეაჩერეს უმაღლესი თურქული ძალების წინსვლა სომხეთისკენ.
ეს იყო პირველი მსოფლიო ომის ბრძოლა, რომელიც გაიმართა 1918 წლის 23-29 მაისს დღევანდელი სომხეთის ტერიტორიაზე ქალაქ აპარანთან ერთი მხრივ სომხეთის რეგულარული არმიის ნაწილებსა და, მეორე მხრივ თურქეთის არმიას შორის. ბრძოლის შედეგად დაამარცხეს თურქები და განდევნეს აპარანიდან დასავლეთისკენ.
ბაშ-აბარანისა და სარდარაპატის ბრძოლებში სომეხთა გამარჯვების შედეგად, ტფილისში, 28 მაისს სომხეთის ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა სომხეთის დამოუკიდებლობა და პირველი რესპუბლიკის ჩამოყალიბება.
1968-1978 წლებში სარდარაპატში 1918 წელს თურქ დამპყრობლებთან ისტორიული ბრძოლისადმი მიძღვნილი მემორიალი აშენდა.
სომხეთის პირველმა რესპუბლიკამ ძალიან მოკლე დროში შექმნა სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი ძირითადი ატრიბუტები - აირჩია პარლამენტი (ხელმძღვანელი ავეტიკ საჰაკიანი) და ჩამოაყალიბა მთავრობა (პრემიერ მინისტრი იოჰანეს ქაჯაზნუნი), თუმცა ეს მხოლოდ 2 წელი გაგრძელდა.
1992 წლიდან, როდესაც სომხეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა, 28 მაისს ოფიციალურად დაიწყო პირველი რესპუბლიკის დღის აღნიშვნა.