რუსეთმა ხარკოვის ოლქი დაბომბა
რუსულმა ძალებმა წუხელ ხარკოვის ოლქის ზმიივის რაიონი დაბომბეს, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა და ორი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსებმა მინიმუმ 5 მასიური სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. დასასვენებელი კომპლექსის ტერიტორიის დაბომბვის შედეგად დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე, კიდევ ორი მშვიდობიანი მოქალაქე კი - დაშავდა.
ამასთან, დაბომბვის შედეგად დაზიანდა რეკრეაციული ცენტრის სახლები.
რუმინეთი უკრაინისთვის ამერიკული საზენიტო-სარაკეტო სისტემის - Pატრიოტ-ის გადაცემის საკითხს განიხილავს, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მარსელ ჩიოლაკუმ Eურონეწს-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი განმარტებით, ეს საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია და თუ გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ის ეროვნული თავდაცვის უმაღლესმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს.
"პირველ რიგში, სპეციალისტებმა უნდა ისაუბრონ, დასხდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან და იპოვონ საუკეთესო გადაწყვეტილებები. ამ დროისთვის წინადადება ანალიზის ეტაპზეა", - განაცხადა რუმინეთის პრემიერმა.
მისი თქმით, საკითხი საჯაროდ არ განიხილება და საბოლოო გადაწყვეტილება ქვეყნის უსაფრთხოებას არ შეასუსტებს.
"ვიცი, რომ ეს საინტერესო თემაა. მე შევქმნიდი ახალ ამბებს, მაგრამ ვფიქრობ, ჩვენ მივაღწიეთ პოლიტიკურ სიმწიფეს, რომ თავიდან ავიცილოთ მსგავსი რამ ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე", - აღნიშნა ჩიოლაკუმ.