რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს
უკრაინაში, ომის დაწყებიდან 845-ე დღეს, რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით ხარკოვი დაბომბეს, არიან დაშვებულები. რუსულმა ძალებმა იერიში, ასევე, მიიტანეს სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებზეც. უკრაინელი სამხედროების ინფორმაციით, მოწინააღმდეგეს ცოცხალი ძალისა და ტექნიკის მობილიზება მნიშვნელოვნად გაზრდილი აქვს დონეციკის ოლქის დასახლება პოკროვსკის მიმართულებით.
ამავე დროს აფეთქებები იყო დილით რუსეთის ქალაქ ლიპეცკში. ერთ-ერთი ტელეგრამ-არხი ადგილობრივ მცხოვრებთაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევამ მეტალურგიული კომბინატის და ტრაქტორების ქარხნის ტერიტორიებზე აფეთქებები გამოიწვია.