რეგიონი
როსტოვში, ნავთობპროდუქტების რეზერვუარები იწვის
როსტოვის ოლქის ქალაქ აზოვში, უპილოტო საფრენი აპარატით განხორციელებული თავდასხმის შედეგად, ნავთობპროდუქტების რეზერვუარებსცეცხლი გაუჩნდა, - ამის შესახებ როსტოვის ოლქის გუბერნატორი ვასილი გოლუბევი იუწყება.
„აზოვში, დრონით თავდასხმის შედეგად, ნავთობპროდუქტების რეზერვუარებს ცეცხლი გაუჩნდა. წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის“, - წერს გუბერნატორი სოციალურ ქსელში.
მისი ინფორმაციით, ცეცხლის ჩაქრობაში საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თანამშრომლები არიან ჩართული.
გააზიარეთ :