პუტინმა სამხრეთ კორეა გააფრთხილა, არ მიაწოდოს იარაღი უკრაინას
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სამხრეთ კორეა გააფრთხილა, არ მიაწოდოს იარაღი უკრაინას, რადგან მათი მხრიდან უკრაინის შეიარაღება "დიდი შეცდომა" იქნება - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ამასთან ერთად, რუსეთის პრეზიდენტმა სამხრეთ კორეის ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების პოტენციურ შედეგებზეც იასუბრა. ზემოხსენებული განცხადებები პუტინმა ვიეტნამში ვიზიტის დროს, ჩრდილოეთ კორეის ლიდერ კიმ ჩენ ინთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა(იქ სადაც ხელი მოაწერეს ორმხრივ თავდაცვის პაქტს). პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთმა შესაძლოა მიაწოდოს იარაღი ჩრდილოეთ კორეას, თუ აშშ და მისი მოკავშირეები გააგრძელებენ იარაღის გაგზავნას უკრაინაში.
საპასუხოდ, სამხრეთ კორეამ დაგმო რუსეთ-ჩრდილოეთ კორეის შეთანხმება და მას განიხილავს, როგორც საფრთხეს ეროვნული უსაფრთხოებისთვის. სამხრეთ კორეის საპრეზიდენტო ოფისმა განაცხადა, რომ შეისწავლის "სხვადასხვა ვარიანტებს" უკრაინის იარაღით მხარდაჭერასთან დაკავშირებით, რაც დამოკიდებული იქნება რუსეთის ქმედებებზე. სამხრეთ კორეის მთავრობამ ასევე დაიბარა რუსეთის ელჩი, რათა გამოეხატა თავისი შეშფოთება და ჩრდილოეთ კორეასთან სამხედრო თანამშრომლობის შეწყვეტა მოითხოვა.
ისტორიულად, სამხრეთ კორეა უკრაინას ჰუმანიტარულ დახმარებას და არალეტალური სამხედრო აღჭურვილობას აწვდიდა, მაგრამ მომაკვდინებელი იარაღის გაგზავნას თავს არიდებდა.თუმცა, ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენების გამო, სამხრეთ კორეამ შესაძლოა თავის პოლიტიკას გადახედოს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის შეთანხმება იაპონიის მთავრობის სპიკერმა, იოშიმასა ჰაიაშიმაც გააკრიტიკა და მოიხსენია, როგორც „ყოვლად მიუღებელი“.