სომხეთი და აზერბაიჯანი პროგრესზე იუწყებიან
სომხეთმა და აზერბაიჯანმა პროგრესს მიაღწიეს საზღვრის დელიმიტაციის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებში - აცხადებს სომხეთის ხელისუფლება 1 ივლისს.
"მოლაპარაკებები კონსტრუქციულად გრძელდება", - ვკითხულობთ ვიცე-პრემიერ მჰერ გრიგორიანის ოფისის მიერ გავრცელებულ მოკლე განცხადებაში.
განცხადების თანახმად, სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის სამთავრობო კომისიებმა ერთმანეთს გაუზიარეს დოკუმენტების პროექტები მათ მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ და ერთიანი დოკუმენტი "მალე" იქნება შემუშავებული.
აზერბაიჯანის მთავრობამაც გაავრცელა სომხეთის ხელისუფლების მსგავსი განცხადება.
მხარეების მიერ 1 ივლისი იყო დანიშნული დღედ, როცა უნდა მიღწეულიყო შეთანხმება საბოლოო დოკუმენტის პროექტზე. არცერთი მხარე არ აკონკრეტებს, რატომ არ მოხერხდა ეს დათქმულ ვადაში ან რა ტიპის პრობლემები წამოიჭრა მოლაპარაკებების პროცესში.