სომხეთს აქვს პოლიტიკური ნება, რომ აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულება უმოკლეს დროში გააფორმოს
სომხეთს აქვს პოლიტიკური ნება, რომ აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულება უმოკლეს დროში გააფორმოს, - ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა განაცხადა.
ვაშინგტონში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართა.
არარატ მირზოიანმა ენტონი ბლინკენს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„სომხეთს აქვს პოლიტიკური ნება, რომ აზერბაიჯანთან სამშვიდობო ხელშეკრულება უმოკლეს დროში დაასრულოს და გააფორმოს, რომელიც მიზნად სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას ისახავს“, - წერს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი X-ზე.