უკრაინაში გვიან ღამით, სრულმასშტაბიანი საჰაერო განგაში ამოქმედდა
რუსეთში "მიგ-31-ის" აფრენის გამო, მთელ უკრაინაში, მათ შორის კიევში გვიან ღამით, სრულმასშტაბიანი საჰაერო განგაში ამოქმედდა. დედაქალაქში იყო აფეთქებები. მოსახლეობას თავშესაფრებში დარჩენისკენ მოუწოდებენ. დაიბომბა ხერსონის ოლქი; დაშავდა 3 ადამიანი. იერიში მიიტანეს ოკუპანტებმა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებზე.
პარალელურად, რუსეთმა და უკრაინამ არაბთა გაერთიანებული საემიროების შუამავლობით, ტყვეები გაცვალეს. საუბარია დაახლოებით 100-100 სამხედრო ტყვეზე. ეს ბოლო თვეების განმავლობაში რიგით მესამე გაცვლა იყო.
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, დაბრუნებულ სამხედროებს შორის არიან შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის ჯარისკაცები და სასაზღვრო დაცვის წევრები.