რეგიონი
სომხეთი და აზერბაიჯანი ლონდონში შეხვედრის ჩაშლაში ერთმანეთს ადანაშაულებენ
სომხეთი და აზერბაიჯანი ნიკოლ ფაშინიანისა და ილჰამ ალიევის ლონდონში შეხვედრის ჩაშლაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანულ მხარეს შეხვედრა გაერთიანებულ სამეფოში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შესთავაზეს.
„თუმცა აზერბაიჯანულმა მხარემ უარყო ეს წინადადება. სომხური მხარის წინადადება ძალაში რჩება“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, სადაც აღნიშნულია, რომ ერევანი აზერბაიჯანს ასევე სთავაზობს უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებების გააქტიურებას და სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას.
ამავდროულად, საგარეო პოლიტიკის საკითხებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჰიკმეტ ჰაჯიევმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე უარს სომხური მხარე ამბობს და ერევნის გადაწყვეტილება წინა სამშვიდობო შეთანხმებებიდან გადახრაა. მისივე თქმით, შეხვედრა ბრიტანეთის მხარის მიერ იყო ინიცირებული და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში დაიგეგმა.
გააზიარეთ :