უკრაინაში სარაკეტო იერიშს მსხვერპლი მოყვა
უკრაინაში ომი გრძელდება. რუსული აგრესიის 878-ე დღეს, ოკუპანტებმა ქალაქ ნიკოლაევზე იერიში მიიტანა. საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაიჭრა 15.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, დაშავებულია ხუთი ადამიანი.
გავრცელებული ცნობით, რაკეტა საცხოვრებელ კორპუსთან, საბავშვო მოედანზე ჩავარდა. მანამდე ქალაქ ნიკოლაევში საჰაერო განგაში გამოცხადდა, მოგვიანებით კი ქალაქის მერმა, ალექსანდრ სენკევიჩმა აფეთქების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. სასწრაფო დახმარების მისვლამდე უამრავი ადამიანი მივიდა დაზარალებულთა დასახმარებლად.
წინასწარი მონაცემებით, ნიკოლაევის საცხოვრებელი ზონა რუსული „ხ-59“-ის ტიპის რაკეტით დაიბომბა.
თავდასხმას უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა. ზელენსკი პარტნიორებს მხარდაჭერასა და სარაკეტო სისტემების გადაცემას სთხოვს.