რუსეთმა სუმის ოლქი დაბომბა
რუსების მიერ სუმის ოლქის დაბომბვის შედეგად, ერთი ბავშვი დაიღუპა და 12 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის, 6 ბავშვი დაშავდა, - ამის შესახებ განცხადებას სუმის ოლქის პროკურატურა ავრცელებს.
„გამოძიების თანახმად, 2024 წლის 27 ივლისს, დაახლოებით 12:40 საათზე, საერთაშორისო სამართლით აკრძალული ომის წარმოების მეთოდების გამოყენებით, მტერმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდან ქალაქ გლუხოვის ცენტრს დაარტყა. დაბომბვის შედეგად, 13 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, მათ შორის, 7 ბავშვი. ცოტა ხსნის შემდეგ 14 წლის ბიჭი საავადმყოფოში გარდაიცვალა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ასევე, დაბომბვის შედეგად, საცხოვრებელი კორპუსები, სასწავლო დაწესებულება, მაღაზია და ავტომობილები დაზიანდა.