უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 24 დრონი ჩამოაგდეს
უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 24 დრონი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, ნიკოლაი ოლეშჩუკი ავრცელებს.
„საზენიტო ბრძოლის შედეგად, Shahed-131/136 ტიპის 24 დრონი ხერსონის, ოდესის, ნიკოლაევის, პოლტავის, სუმის, დნიპროს, კიევის, ვინიცისა და ჟიტომირის ოლქებში ჩამოაგდეს“, - წერს ნიკოლაი ოლეშჩუკი სოციალურ ქსელში.
ნიკოლაი ოლეშჩუკის ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 29 დრონი, ორი S-300 საზენიტო მართვადი რაკეტა და ორი Kh-31P სარადარო რაკეტა გაუშვეს.