რუსეთში, დრონებით თავდასხმის შედეგად, საწყობები და საწვავის ავზები აფეთქდა
რუსეთში, როსტოვის ოლქში, დრონებით თავდასხმის შედეგად, საწყობები და საწვავის ავზები აფეთქდა, - ამის შესახებ ინფორმაციას როსტოვის ოლქის გუბერნატორი, ვასილი გოლუბევი ავრცელებს.
„დრონების მასიური თავდასხმის შედეგად, კამენსკისა და მოროზოვსკის რაიონებში რამდენიმე საწყობი დაზიანდა. ხანძარს სამაშველო სამსახურის თანამშრომლები აქრობენ. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება“, - განაცხადა ვასილი გოლუბევმა.
როსტოვის ოლქის გუბერნატორის ცნობით, საჰაერო თავდაცვამ სამი დრონი გაანადგურა.
ადგილობრივების ინფორმაციით, აფეთქება მოროზოვსკის სამხედრო აეროდრომზე მოხდა, სადაც ხანძარი დააფიქსირეს.