რუსეთის ფედერაციას კურსკში გადასაყვანად უკრაინიდან ჯარების ნაწილი გაჰყავს
რუსეთს კურსკის ოლქში უკრაინული ჯარების შეტევის საპასუხოდ უკრაინიდან ჯარების ნაწილი გაჰყავს, - ამის შესახებ Wall Street Journal-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება.
გამოცემა წერს, რომ ეს ქმედებები მიუთითებს იმაზე, რომ კურსკის ოლქში უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევამ რუსული ძალების იძულებითი გადაჯგუფების პროვოცირება გამოიწვია.
გამოცემის წყაროების თქმით, რომ შეერთებული შტატები ჯერ კიდევ ცდილობს დაადგინოს რუსეთის ამ ნაბიჯის მნიშვნელობა, თუმცა ისინი არ აკონკრეტებენ, თუ რამდენი სამხედრო გადაჰყავს რუსეთს უკრაინის ფრონტიდან კურსკში.
ამასთან, Politico წერს, რომ რუსეთმა სამხრეთ უკრაინიდან ჯარის ნაწილი გამოიყვანა და საკუთარ ტერიტორიაზე დააბრუნა.
„რუსეთმა გადააადგილა რამდენიმე ქვედანაყოფი უკრაინის სამხრეთის ზაპორიჟიესა და ხერსონის რეგიონებიდან“, - განუცხადა POLITICO-ს უკრაინის არმიის პრესსპიკერმა, დმიტრო ლიხოვიიმ.