დავასრულებ ომს უკრაინაში, შევაჩერებ ქაოსს ახლო აღმოსავლეთში, თავიდან ავიცილებ მესამე მსოფლიო ომს - ტრამპი
დავასრულებ ომს უკრაინაში, შევაჩერებ ქაოსს ახლო აღმოსავლეთში, თავიდან ავიცილებ მესამე მსოფლიო ომს, წარმოდგენაც კი არ გაქვთ, რამდენად ახლოს ვართ ამასთან, – ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში, მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
დონალდ ტრამპის თქმით, ამერიკის უკუსვლა შეჩერდება და ამერიკული ძლიერების და კეთილდღეობის დრო დაიწყება.
„ჩვენ ვაპირებთ დავასრულოთ წარუმატებელი და კორუმპირებული პოლიტიკური ისტებლიშმენტის მეფობა ვაშინგტონში, წარუმატებელი ადმინისტრაცია. ჩვენ შევაჩერებთ ჩვენს საზღვრებში შემოჭრას. ჩვენ ვაპირებთ ჩვენი ნავთობის დაბრუნებას. ჩვენ ვაპირებთ გავხსნათ თხევადი ოქრო, რომელიც ჩვენს ფეხქვეშ არის. ჩვენ ვაპირებთ, დავუბრუნოთ კანონი და წესრიგი ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ ვაპირებთ აღვადგინოთ პატრიოტიზმი ჩვენს სკოლებში. რადიკალური მემარცხენე ვოუქისტური იდეოლოგიების მოშორებას ჩვენი სამხედროებიდან და ჩვენი მთავრობისგან. და ჩვენ ვაპირებთ ამერიკა კვლავ დიადი გავხადოთ”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
პარალელურად ცნობილი ხდება, რომ დონალდ ტრამპმა თავის თანაშემწეებს დაავალა, მოაწყონ საუბარი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ფიცის დადების შემდეგ რამდენიმე დღეში. ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, სატელეფონო საუბრის მიზანი იქნება პირადი შეხვედრის ორგანიზება მომდევნო თვეებში უკრაინაში ომის დასასრულებლად.