რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებული 76 "შაჰიდიდან" 72 ჩამოვაგდეთ - უკრაინის საჰაერო ძალები
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, გასულ ღამეს რუსეთის მიერ გაშვებული 76 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 72 ჩამოაგდეს, 2 უკრაინის ტერიტორიაზე დაიკარგა, ორმა კი ქვეყნის კონტროლირებადი საჰაერო სივრცე დატოვა და რუსეთში დაბრუნდა.
გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის სისტემა მუშაობდა ოდესის, მიკოლაევის, ხერსონის, პოლტავას, ხარკოვის, კიევის, დონეცკის, ჟიტომირის, დნეპროპეტროვსკის, ჩერკასის, ვინიცისა და სუმის რეგიონებში.
უწყების ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.