რუსეთმა უკრაინას რაკეტებით შეუტია, რამდენიმე ქალაქში აფეთქებები მოხდა
რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელა. მონიტორინგის არხების მიხედვით, ქვეყნის საჰაერო სივრცეში ერთდროულად 45 რაკეტა იმყოფებოდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
საჰაერო ძალების ცნობით, სტრატეგიული ბომბდამშენებიდან რაკეტების გაშვება ადგილობრივი დროით 05:42 საათზე დაიწყო. ამის შემდეგ, რუსებმა "კალიბრები" გაუშვეს, ოკუპირებული ყირიმის მხრიდან ბალისტიკური რაკეტების საფრთხე არსებობდა.
რაკეტები კურსი კიევის, კროპივნიცკის, კრივი-რიჰის, ოდესის, მიკოლაივის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, ჩერნიგოვის, პოლტავასა და ვინიცას ოლქებში. ზოგიერთმა მათგანმა ჰაერში კურსი შეიცვალა.
მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ რუსეთი თავს დაესხა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს. აფეთქებები მოხდა კიევის, ვინიცასა, ხმელნიცკის ოლქებში. რამდენიმე ოლქში, მათ შორის კიევის, დონეცკის დნეპროპეტროვსკის ოლქებში ელექტროენერგიის გათიშვა დაფიქსირდა.