უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა
უკრაინაში რუსეთის ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ბადრი კვარაცხელია დაიღუპა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.
გავრცელებული ინფორმაციით, „თავისუფალი საქართველოს“ მეთაური, ბადრი კვარაცხელია კურსკის ოლქში კონტაქტურ ბრძოლაში დაპირისპირებისას დაიღუპა.
შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი 2022 წლის თებერვალში დაიწყო.