რეგიონი
რუსებმა ოდესას დრონებით შეუტიეს
რუსულმა ძალებმა უკრაინის ოდესის ოლქსა და ქალაქ ოდესაზე დრონების გამოყენებით მასიური თავდასხმა განახორციელეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი.
„მასშტაბური ნგრევა, ხანძარი კერძო სახლებში, დაზიანებულია სამოქალაქო და კრიტიკული ინფრასტრუქტურა“, - აცხადებენ უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურში.
უწყების ცნობით, შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში 60-ზე მეტი მაშველი იყო ჩართული.
გააზიარეთ :