ომბუდსმენის აპარატი, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, საინფორმაციო კამპანიით გამოეხმაურა.
სახალხო დამცველის წარმომადგენლები, ახალციხის ცენტრალურ პარკში, მოსახლეობას ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ ესაუბრნენ და სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის ამსახველი ბუკლეტები, ფლაერები და სხვა სამახსოვრო საჩუქრები დაურიგეს. ქუჩის აქციის მიზანი, სამოქალაქო განათლების დონის ამაღლება იყო.
სახალხო დამცველის აპარატმა, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანია, საქართველოს ცხრა დიდ ქალაქში გამართა. ომბუდსმენის ამ წლის სლოგანია ,,ხმა აიმაღლე სხვისი უფლებებისთვის დღეს.”
მსოფლიოში ეს დღე, 1948 წლის 10 დეკემბრიდან აღინიშნება, როცა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაცია მიიღეს.