..ვინც პირველად რუსი აქო - აკაკი წერეთელი
1894 წელს რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ მეორეს საქართველოში ჩამოსვლის დროს, პეტერბურგიდან, ვიზიტის ორგანიზატორებმა, მოითხოვეს, რომ სხვა ცნობილ ქართველებთან ერთად იმპერატორს აკაკი წერეთელიც შეხვედროდა, რაზედაც პოეტმა უარი განაცხადა - ,,რომ შევხვდე, თავი ხომ უნდა დავუხარო, რომ მივესალმებიო? ჩემი სამშობლოს დამპყრობელს თავი როგორ დავუხაროო" - განუცხადებია პოეტს.
რუსეთი რომ დამპყრობელი იყო, აკაკი წერეთელი თავის ლექსებშიც ხშირად აღნიშნავდა.
აკაკი წერეთელი
დამეხსენი, ჩრდილოელო!
რა მაქვს შენთან საზიარო?
თვით ოხერო, მოუვლელო,
როგორ გინდა მომიარო?
ბუნებისგან დაჩაგრული
განა შესძლებ მეგობრობას?
მოშხამული, ცივი გული
სხვას რას გასწევს, თუ არ მტრობას.
წლიდან წლამდე უცნაურად
გეყინება ტვინი თავში!
უნდა ძალაუნებურად
ეხვეოდე დათვის ტყავში!
დამეხსენი, ჩრდილოელო!
რა მაქვს შენთან საზიარო?
ნუ, ნუ ჰფიქრობ, ჩემო მწველო,
რომ მფლობელად აღგიარო.
კიდევ ერთი ლექსი, რომელიც აკაკიმ რუსეთს მიუძღვნა, უფრო ადრე 1886 წელს არის დაწერილი.
ვიყავ რუსეთში, ვნახე ვაკენი,
ქალნი უნიფხვო, კაცნი მაკენი.
ვაი ჩემო საფიქრალო,
ვაი ჩემო მასრა-მაქო?!
მე იმ კაცის დედა მოვ..ან,
ვინც პირველად რუსი აქო!
აკაკი როსტომის ძე წერეთელი
1886 წელი