დღის ფრაზა
"დასავლეთის ამ ღორობას უკვე მივეჩვიეთ" - ბელარუსის პრეზიდენტი სანქციებზე
ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს „ღორობა“ უწოდა და აღნიშნა, რომ ისინი უკანონოა.
„არაერთხელ განვაცხადე, რომ რუსეთის ფედერაციაც და ჩვენ მით უმეტეს ყოველთვის სანქციების ქვეშ ვართ. დღეს ისინი ბევრად მასშტაბურია, თუმცა ჩვენ დასავლეთის ამ ღორობას უკვე მივეჩვიეთ. ეს ყველაფერი არალეგიტიმური, უკანონოა და არღვევს ყველა საერთაშორისო შეთანხმებას", - განაცხადა ლუკაშენკომ.
ლუკაშენკომ ასევე აღნიშნა, რომ წლის ბოლოსთვის ადამიანებს დაავიწყდებათ უკრაინის კონფლიქტი, თუ ბელარუსი და რუსეთი კოორდინირებულად იმოქმედებენ და ეკონომიკას გააძლიერებენ.
„დამიჯერეთ, ექვს თვეში, წლის ბოლომდე, ხალხი დაივიწყებს, რომ ეს მოხდა, ეკონომიკური თვალსაზრისით და არ არის საჭირო იმის თქმა, გადავურჩებით თუ ვერ გადავურჩებით სანქციებს. ჩვენ ეს გადაგვიტანია რამდენჯერაც გინდათ. ჩვენ უნდა აღვადგინოთ ჩვენი ეკონომიკა. თავს გავიტანთ მათ გარეშე, ამისთვის ყველაფერი გვაქვს, რათა ვიცხოვროთ და ვიმუშაოთ,“- განაცხადა ლუკაშენკომ.
ასევე ნახეთ:
გააზიარეთ :