წვიმა და თოვლი - სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 თებერვალს საქართველოში - ძირითადად დასავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში, ქვეყნის მთიან და მაღალმთიან რეგიონებში, მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში კი თოვლი. იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მაღალმთაში ქარბუქი და ზღვაზე 5-6 ბალიანი ღელვაა ნავარაუდევი.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.
რაც შეეხება ახალციხეს - მომავალი კვირიდან ღრუბლიან და ნალექიან ამინდს უნდა ველოდოთ. 17 თებერვლიდან კი ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად ეცემა. მოსალოდნელია -15 გრადუსი და ნალექი თოვლის სახით.