საქართველოში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 ნოემბრის ჩათვლით საქართველოში უნალექო და თბილი ამინდი შენარჩუნდება.
მათივე ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ ცივი ამინდი და ყინვაა მოსალოდნელი.
"20-21 ნოემბერს ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი. უმეტეს რაიონებში წვიმას ვპროგნოზირებთ. მთაში სუსტ თოვლია ნავარაუდევი.21 ნოემბერს დღის მეორე ნახევრიდან გამოიდარებს”, – განაცხადეს სააგენტოში.