გამოიდარებს თუ არა სამცხე-ჯავახეთში?
სინოპტიკოსების ვარაუდით, დაბალი ტემპერატურა და ცვალებადი ამინდი კვლავ შენარჩუნდება.
26 მარტს ახალციხეში მაქსიმალურ ტემპერატურას დღისით 5, ღამით კი მინუს 5 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 4 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი მინუს 3-ს.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 4 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 7. ადიგენში დღისით 2, ღამით კი მინუს 6 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - ყინვა და არამდგრადი ამინდი აქაც შენარჩუნდება. ახალქალაქში დღისით მინუს 1 და ღამით მინუს 11 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით მინუს 2 და ღამით მინუს 13 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც ნალექია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 1 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 7-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით მინუს 2, ღამით კი მინუს 9 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ტემპერატურა დღისით 10, ღამით კი 0 გრადუსი იქნება.