სამცხე-ჯავახეთში გამოიდარებს
სინოპტიკოსების ვარაუდით, მიმდინარე კვირას გამოიდარებს და დათბება. 31 მარტს ახალციხეში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. მაქსიმალურ ტემპერატურას 15, ღამით კი 2 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 13 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი ორს.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 15 გრადუსი იქნება, ღამით კი 1 გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენში დღისით 12, ღამით კი მინუს 1 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც გამოიდარებს, თუმცა ღამით ყინვა მაინც შენარჩუნდება. ახალქალაქში დღისით 10 და ღამით მინუს 5 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 6 და ღამით მინუს 5 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 11 გრადუსს, ხოლო ღამით 0 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით 8, ღამით კი მინუს2 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში მზიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით ჰაერის ტემპერატურა 18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 4 გრადუსია მოსალოდნელი.