წვიმა და მოღრუბლულობა - როგორი ამინდი იქნება რეგიონში?
კვირის ბოლოს სინოპტიკოსები სამცხე-ჯავახეთში წვიმას ვარაუდობენ. 28 აპრილს ღრუბლიანი დღე იქნება. ახალციხეში მაქსიმალურ ტემპერატურას 24, ღამით კი 10 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 21 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი 8-ს.
ასპინძაშიც ტემპერატურა დღისით 23 გრადუსი იქნება, ღამით კი 9 გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენში დღისით 16, ღამით კი 3 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქ მცირე წვიმას ვარაუდობენ. ახალქალაქში დღისით 17 და ღამით 3 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 16 და ღამით 2 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც ღრუბლიანი დღეებია მოსალოდნელი, აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 19 გრადუსს, ხოლო ღამით 3-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით 16 ღამით კი 4 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 12 გრადუსია მოსალოდნელი.