წვიმა და ძლიერი ქარი - როგორი ამინდი იქნება რეგიონში
სამცხე-ჯავახეთში ხვალ წვიმას პროგნოზირებენ. 19 მაისს ახალციხეში მაქსიმალურ ტემპერატურას 19, ღამით კი 5 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომშიც დღისით 17 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი 7-ს.
ასპინძაშიც ტემპერატურა დღისით 19 გრადუსი იქნება, ღამით კი 7 გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენში დღისით 19, ღამით კი 5 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც იწვიმებს. ახალქალაქში დღისით 17 და ღამით 4 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 16 და ღამით 3 გრადუსს ვარაუდობენ.
მცირე წვიმაა რეგიონის კურორტებზე. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 16 გრადუსს, ხოლო ღამით 5-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით 12 ღამით კი 2 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 12 გრადუსია მოსალოდნელი.