წვიმა და დაბალი ტემპერატურა - სამცხე-ჯავახეთში ამინდი გაუარესდება
სამცხე-ჯავახეთში ხვალ მცირე წვიმას პროგნოზირებენ. 24 მაისს ახალციხეში ღრუბლიანი დღე იქნება, მაქსიმალურ ტემპერატურას 14, ღამით კი 5 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომშიც დღისით 12 გრადუსს ვარაუდობენ, ღამით კი 7-ს.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 14 გრადუსი იქნება, ღამით კი 5 გრადუსია მოსალოდნელი. ადიგენში დღისით 11, ღამით კი 4 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ღრუბლიან ამინდს პროგნოზირებენ. ახალქალაქში დღისით 8 და ღამით 1 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 7 და ღამით 0 გრადუსს ვარაუდობენ.
მცირე წვიმაა რეგიონის კურორტებზე. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 10 გრადუსს, ხოლო ღამით 3-ს ვარაუდობენ, ბაკურიანში - დღისით 6 ღამით კი 2 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში ჰაერის ტემპერატურა 18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 11 გრადუსია მოსალოდნელი.