ძლიერი ქარი და თოვა - როდემდე გაგრძელდება უამინდობა სამცხე-ჯავახეთში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 17 თებერვლამდე საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.
13 თებერვლიდან ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მთიან რეგიონებში შესაძლებელია ქარბუქი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +2, +7 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამის საათებში და ქვეყნის მთიან რეგიონებში დღისითაც შენარჩუნდება ჰაერის უარყოფითი ტემპერატურა.
სამცხე-ჯავახეთში უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი.
ახალციხეში 12 თებერვალს, დღისით მინუს 2, ხოლო ღამით მინუს 13 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი. 13 თებერვალს ითოვებს, დღისით ჰაერის ტემპერატურა მინუს 1-ს, ხოლო ღამით მინუს 16 გრადუსს მიაღწევს. 12 თებერვალს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 3 და 2 , ღამით კი მინუს 5 და მინუს 6 გრადუსს უნდა ველოდოთ.
ბორჯომში ორივე დღეს დღისით 2, ღამით კი მინუს 7 და მინუს 9 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა ორივე დღეს დღისით 1 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს 6 და მინუს 8.
ადიგენში დღისით 0 და მინუს 1, ღამით მინუს 11 და მინუს 12 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში ორივე დღეს დღისით მინუს 5, ღამით მინუს 17 და მინუს 19 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით მინუს 7 და მინუს 6-ს, ღამით კი მინუს 19 და მინუს 21 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც უნალექო ამინდი იქნება. აბასთუმანში ორივე დღეს დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა მინუს 2 გრადუსს, ხოლო ღამით მინუს 10 და მინუს 11 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში ორივე დღეს დღისით მინუს 9, ღამით კი მინუს 13 და მინუს 15 გრადუსს.
თბილისში 10 თებერვალს თოვლი და ნისლია მოსალოდნელი, ხოლო 11 თებერვლიდან უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 13 თებერვლიდან იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ღამის საათებში უარყოფითი ტემპერატურა (-2, -4), დღისით კი +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.