როდემდე გაგრძელდება უნალექო ამინდი სამცხე-ჯავახეთში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უნალექო ამინდი კვირის ბოლომდე გაგრძელდება.
სამცხე-ჯავახეთში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. 27 აპრილს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 19 და ღამით კი 7 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომშიც დღისით 20, ღამით კი 7 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 19 გრადუსი იქნება, ღამით კი 6. ადიგენში დღისით 18, ღამით 2 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 14, ღამით 3 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 12-ს, ღამით 1 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც ცვალებადი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 15 გრადუსს, ხოლო ღამით 7 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 15, ღამით კი 3 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისში უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 11 გრადუსი იქნება.