როგორი ამინდია მოსალოდნელი ამ უქმეებზე სამცხე-ჯავახეთში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,17 ივნისს გამოიდარებს, ხოლო 18 ივნისიდან ისევ წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. სამცხე-ჯავახეთშიც კვლავ ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი, დროგამოშვებით შესაძლებელია წვიმა. 17 და 18 ივნისს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურას 25 და 23. ღამით კი 12 და 14 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 24 და 23, ღამით კი 13 და 15 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 24 და 22 გრადუსი იქნება, ღამით კი 11 და 13. ადიგენში დღისით 24 და 22, ღამით 8 და 12 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში ორივე დღეს დღისით 20, ღამით 8 და 9 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 18 და 19 -ს, ღამით 6 და 9 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზეც ცვალებადი ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 23 და 20 გრადუსს, ხოლო ღამით 9 და 13 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 19 და 18, ღამით კი 7 და 9 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც ღრუბლიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 27 და 26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 16 და 18 გრადუსი იქნება.