როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე კვირას?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1-ელ ნოემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი, 2-3 ნოემბერს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან შესაძლებელია ელჭექი.
2 ნოემბერს ახალციხეში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 19 გრადუსია ღამით კი 8 გრადუსს უნდა ველოდოთ. ბორჯომში დღისით 20, ღამით კი 9 გრადუსს ვარაუდობენ.
ასპინძაში ტემპერატურა დღისით 18 გრადუსი იქნება, ღამით კი 6. ადიგენში დღისით 16 ღამით 6 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით 15, ღამით 4 იქნება. ნინოწმინდაში სინოპტიკოსები დღისით 13-ს, ღამით 3 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზე უნალექო ამინდი იქნება. აბასთუმანში დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა 17 გრადუსს, ხოლო ღამით 9 გრადუსს ვარაუდობენ, ბაკურიანში დღისით 15, ღამით კი 3 გრადუსს.
რაც შეეხება დედაქალაქს, თბილისშიც მზიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დღისით 23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 11 გრადუსი იქნება.