როგორი ამინდი იქნება სააღდგომოდ სამცხე-ჯავახეთში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 მაისამდე საქართველოს ზოგიერთ, ხოლო 4 მაისიდან უმეტეს რაიონში, ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ზოგან, შესაძლოა, სეტყვაც აღინიშნოს.
4 და 5 მაისს წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი ახალციხეში. დღისით მაქსიმალური ტემპერატურა +15 და +14 გრადუსს, ღამით კი +7 და +5 გრადუსს უნდა ველოდოთ. წვიმს ბორჯომში. ტემპერატურა დღისით +14 და +13 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 და +6 გრადუსს ვარაუდობენ.
წვიმს ასპინძაშიც. ტემპერატურა დღისით +17 და +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 და +8 გრადუსი იქნება ნალექთან ერთად. ნალექს პროგნოზირებენ ადიგენშიც, დღისით +16 და +15 გრადუსამდე დათბება, ხოლო ღამით +9 და +6 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც ნალექია მოსალოდნელი. ახალქალაქში დღისით +10 და +13 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო ღამით +5 და +3 გრადუსი იქნება. წვიმა და მოღრუბლულობაა ნინოწმინდაში. სინოპტიკოსები დღისით +10 და +11 გრადუსს, ხოლო ღამით +3 და +2 გრადუსს ვარაუდობენ.
რეგიონის კურორტებზე წვიმს ორივე დღეს. აბასთუმანში, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +12 და +11 გრადუსია, ხოლო ღამით +5 და +3 გრადუსი იქნება. წვიმა და ელჭექია ბაკურიანშიც. ტემპერატურა ორივე დღეს +6 გრადუსია და ღამით +1 და 0 გრადუსამდე დაეცემა.
რაც შეეხება დედაქალაქს, სინოპტიკოსები თბილისშიც ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ. ტემპერატურა დღის განმავლობაში +16 და +15 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 და +11 გრადუსი იქნება.
6 მაისიდან ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო დაიკლებს.