როგორი სტიქიური გეოლოგიური პროცესები შეიძლება გააქტიურდეს სამცხე-ჯავახეთში
გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, საქართველოში 2023 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და 2024 წლის პროგნოზის შესახებ ბიულეტენი მოამზადა.
ბიულეტენში აღწერილია, სამცხე-ჯავახეთში გასულ წელს დაფიქსირებული სტიქიურ გელოგიური პროცესები, ასევე მიმდინარე წლის პროგნოზი, თუ თითოეულ მუნიციპალიტეტში, სად და რა სტიქიურ მოვლენებს უნდა ველოდოთ.
როგორც, გარემოს ეროვნულ სააგენტოს მომზადებულ ბიულეტენში ვკითხულობთ, რეგიონში დიდი რაოდენობით ატმოსფერული ნალექების მოსვლის შემთხვევაში ან მაღალი სეისმური ფონის წარმოქმნის პირობებში, 2024 წელს სტიქიურ გეოლოგიური პროცესების საშიშროების ქვეშ აღმოჩნდება, შემდეგი დასახლებული პუნქტები:
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესები მოსალოდნელია სოფლებში დგვარი, ტაძრისი, საკირე, დიდ მიტარბში, ყვიბისსა და ბაკურიანში. ქვათაცვევნა მოსალოდნელია ახალდაბა-ბორჯომის, ბორჯომ-ბაკურიანი-ცხრაწყაროს საავტომობილო გზების გასწვრივ. ღვარცოფული საშიშროების ქვეშ იმყოფება ქალაქი ბორჯომი, დაბა, ტიმოთესუბანი, წაღვერი, საკირე და ნაპირგგარეცხვები მოსალოდნელია დვირსა და ტაძრისში.
რაც შეეხება ახალციხის მუნიციპალიტეტს, აქ მეწყრული პროცესები მოსალოდნელია გაღმა აწყურში, თისელში, ტყემლანაში, ანში, მიქელწმინდაში, წირასა და საყუნეთში. ღვარცოფული საშიშროება ემუქრება სხვილისსა და ურაველს.
ადიგენში, მეწყრული პროცესები მოსალოდნელია უდე, არალი, ვარხანი,აბასთუმანი,ჭელა, ზარზმა, ღორძე და სამყურეში. ქვათაცვევნა მოსალოდნელია ადიგენი-მოხე, ადიგენი-გოდერძი და აბასთუმანი-ზეკარის საავტომობილო გზებზე.
ასპინძის მუნიციპალიტეში კი მეწყრული პროცესები შესაძლოა განვითარდეს დაბა ასპინძა, ნაქალაევსა და აწყვიტაში. ღვარცოფული პროცესები მოსალოდნელია ასპინძის, ნიჯგორის, ხერთვისისა და ტოლოშის ტერიტორიაზე. აქ, კლდეზვავი და ქვათაცვევნა მოსალოდნელია მდ. ფარვანის ხეობაში, ახალციხე-ასპინძა-ახალქალაქის საავტომობილო გაზაზე, თმოგვის ვიწრობში და ვარძიის ისტორიული კომპლექსის ტერიტორიაზე.
ახალქალაქისა და ნინოწმინდის ტერიტორიაზე კი მოსალოდნელია შეტბორვები და ქვათაცვენები.