როდის გამოიდარებს საქართველოში
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 ნოემბრიდან საქართველოში გამოიდარებს, ნალექი შეწყდება, ქარიც ჩადგება.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ღამისა და დილის საათებში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება, ხოლო დღის საათებში ტემპერატურა შედარებით მოიმატებს: დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში კი +10, +15 გრადუსამდე.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): უნალექო ამინდი იქნება. ღამის საათებში ტემპერატურა -5, -10 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +4, +9 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უნალექო ამინდი იქნება. ღამის საათებში ტემპერატურა -12, -17 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი 0, +5 გრადუსი დაფიქსირდება
თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1,+2, დღისით კი +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდი იქნება. დღისით +11, +16 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): უნალექო ამინდი იქნება. ღამის საათებში ტემპერატურა 0, +5 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +12, +17 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): უნალექო ამინდი იქნება. ღამის საათებში ტემპერატურა -1, -6 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): უნალექო ამინდი იქნება. ღამის საათებში ტემპერატურა -11, -16 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): უნალექო ამინდი იქნება. ღამის საათებში ტემპერატურა შიდა ქართლში -2, -4 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +9, +14 გრადუსი დაფიქსირდება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უნალექო ამინდი იქნება. ღამის საათებში ტემპერატურა 0, -2 გრადუსამდე დაიკლებს, დღისით კი +10, +15 გრადუსი დაფიქსირდება.