7 გრადუსი ყინვა - როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე-ჯავახეთში
12 აპრილის დღის მეორე ნახევრიდან 16 აპრილის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ქარის გაძლიერება. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
11 და 12 აპრილს, ახალციხეში ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი იქნება, დღისით მაქსიმალური ტემპერატურა +11 და +5 გრადუსი იქნება, ღამით კი მინუს +1 და -5 გრადუსს უნდა ველოდოთ. წვიმს ბორჯომში. სინოპტიკოსების ცნობით, დღისით +11 და +5 გრადუსამდე გათბება ჰაერი, ღამით კი +1 და -1 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექია მოსალოდნელი ასპინძაშიც. ტემპერატურა დღისით +11 და +6 გრადუსამდე იქნება, ღამით კი -3 და -4 გრადუსი იქნება. წვიმიანი ამინდია ადიგენშიც. დღისით ჰაერი +8 და +6 გრადუსამდე დათბება, ხოლო ღამით -7 და -4 გრადუსია ნავარაუდევი.
რაც შეეხება ჯავახეთს - აქაც წვიმაა მოსალოდნელი დღის განმავლობაში. ახალქალაქში დღისით +5 და 0 გრადუსია ნავარაუდევი, ხოლო ღამით -6 და -7 გრადუსი იქნება. ნინოწმინდაში კი სინოპტიკოსები დღისით +5 და 0 გრადუსს, ხოლო ღამით -6 და -7 გრადუსს ვარაუდობენ.
წვიმს რეგიონის კურორტებზეც. აბასთუმანში, დღისით მაქსიმალურ ტემპერატურა +8 და +2 გრადუსია, ხოლო ღამით -3 და -5 გრადუსი იქნება. წვიმს და თოვს წვიმს ბაკურიანში, ტემპერატურა დღისით +3 და -2 გრადუსია, ხოლო ღამით -4 და -6 გრადუსია ნავარაუდევი.
პირველ დღეს მზიანი, ხოლო 12 აპრილს წვიმიანი ამინდია დედაქალაქშიც. ტემპერატურა დღისით +15 და +9 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +6 და +3 გრადუსი იქნება.