21 სექტემბრიდან საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით 21-22 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს, დასავლეთის მიმართულებით იქროლებს ძლიერი ქარი, შესაძლებელია სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმი.
22 სექტემბერს ღამის საათებში მაღალმთიან რაიონებში ზოგან შესაძლებელია თოვლჭყაპი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყერულ - ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.