ახალციხეში კვების ობიექტების ნაწილი იხსნება
8 მარტიდან საქართველოში რესტორნები იხსნება. ახალციხეში მუშაობას კვების ობიექტების ნაწილი განაახლებს.
მუშაობის დაწყებას არ აპირებს რესტორანი „ემიგრანტი“. მეპატრონე ამბობს, რომ მიზეზი პირადი პრობლემებია.
გარე სივრცე თებერვლის შუა რიცხვებში გახსნა „ოლდ ბარმა“, თუმცა მენეჯერის თქმით, უამინდობის გამო სტუმრები თებერვლის ბოლომდე არ ჰყოლიათ. ნინო ერეკლიშვილი ამბობს, რომ 8 მარტიდან შიდა სივრცის გახსნასა და ჩვეულ რეჟიმში მასპინძლობას აპირებს.
8 მარტიდან მუშაობას აახლებს რაბათში მდებარე რესტორანი „ლაუნჯ ბარიც“. მენეჯერის დავით მუმლაძის თქმით, ღია სივრცე და დახურული რესტორანი ერთდროულად გაიხსნება.
სტუმრებს რვა მარტიდან მიიღებენ „რომანტიკა“ და „ალავერდი“.
უამინდობის გამო, კაფე-ბარ „ფურანოს“გახსნა გადაიდო. მენეჯერის სოსო თელიაშვილის განცხადებით, კვების ობიექტი გამოამინდების შემდეგ, მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში მოხდება.