სამცხე-ჯავახეთის ზოგიერთ დასახლებაში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 29 დეკემბერს 14:00-დან 16:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ბორჯომის რაიონის სოფლებში ყვიბისი, ახალდაბა, ბეშეთი, ვარდგინეთი და მიმდებარე სოფლებში;
14:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ადიგენის რაიონის სოფლებში აბასთუმანი, ვარხანი, ბოლაჯური, ბენარა, ფხერი და მიმდებარე სოფლებში;
14:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ახალციხის რაიონის სოფლებში აწყური, თისელი და ტყემლანა.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.