"ენერგო - პრო ჯორჯია" სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობას აფრთხილებს (R)
ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 31 აგვისტოს 07:00-დან 08:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში წინუბანი, ტყემლანა, თისელი, გურკელი და მიმდებარე სოფლებში;
12:40-დან 15:40 ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფლებში წაღვერი, ციხისჯვარი და მიმდებარე სოფლებში;
14:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლებში ბავრა, ხოსპიო, ხულგუმო და მიმდებარე სოფლებში;
17:30-დან 19:00 საათამდე აბონენტებს ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებში აწყური, წინუბანი, ტყემლანა, გურკელი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.