როდის აღდგება ელექტროენერგიის მიწოდება?
ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 8 ნოემბერს
11:30-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს ასპინძის რაიონის სოფლებში ნიალა, გავეთი, ყარაბულაღი, ფანაქეთი და მიმდებარე სოფლებში;
12:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს ადიგენის რაიონში აბასთუმანი;
12:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს ბაკურიანში აღმაშენებლის, წაქაძის, რუსთაველის, მთის, წერეთლის და მიმდებარე ქუჩებზე;
13:30-დან 18:00 საათამდე აბონენტებს ნინოწმინდაში თავისუფლების, პუშკინის, ერზრუმის, ლერმონტოვის და მიმდებარე ქუჩებზე.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.